ქეთა აფციაური



 ქეთა აფციაური, 16 წლის - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ გრან პრის მფლობელი.

 თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია ,,აია-GESS” -ის მოსწავლე; როგორც წარმატებული მოსწავლე, ორკვირიანი საგანმათლებლო პროგრამით იყო ესპანეთში, მადრიდში. არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის- iearn-ის აქტიური მონაწილე, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ვირტუალური საგანმანათლებლო გაკვეთილები.
 არის სკოლის კლუბ "აიას ბიოლოგების " აქტიური წევრი, ეკოლოგიის თემაზე ჩატარებულ ღონისძიებაზე "Future for friday" წარადგინა პრეზენტაცია. მოგებული აქვს შიდა სასკოლო იმიტირებული სასამართლო, როგორც დაცვის მხარეს.
პროექტის " I SEE YOU - გახდი ლიდერი" ფარგლებში ბაკურიანში გამართული ტრენინგ კურსების მონაწილე