ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, თამარ ტურაშვილი, ფინეთში გაემგზავრება!
24 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მესამე ეროვნული ფესტივალი -"მეცნიერება მთავარ როლში" - გაიმართა.
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 პროექტი წარადგინეს.
თამარ ტურაშვილის პროექტი „მცენარე VS პლასტმასა,’’ სასკოლო კლუბის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეების: ქეთი ტურაშვილის, ელენე კაჭიურისა და მირანდა ბუსკივაძის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა და მდგადი განვითარების მიზნებს ეხმიანება.
პროექტმა ჟიურის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა და ფინეთში Science on Stage-ის საერთაშორისო ფესტივალის საგზური მოიპოვა, რომელიც 2024 წლის აგვისტოში გაიმართება.