თანამშრომლობა „ბაბალესთან’’
სკოლაში სოციალური საწარმო "ბაბალეს" წარმომადგენლები გვესტუმრნენ და თიხაზე მუშაობის ტექნიკები გაგვაცნეს.
ჩვენი სკოლის კლუბი "მწვანე სივრცე" 2018 წლიდან რეგულარულად მართავს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას და შემოსული თანხით ქველმოქმედებას ეწევა.
სწორედ საქველმოქმედო საქმიანობამ დაგვაკავშირა სოციალურ საწარმო "ბაბალესთან," რომელიც "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ შეიქმნა. "მწვანე სივრცისა" და "ბაბალეს" მეგობრობის განმტკიცების მიზნით, უკვე დაიგეგმა სამომავლო პროექტები, რომლებსაც აუცილებლად გაგიზიარებთ.