მორიგი Erasmus + გამოცდილება
ნათია მჭედლიშვილმა, მარიამ სადუნაშვილმა და ნინო ფაცაციამ 21-27 ივლისს მონაწილეობა მიიღეს სომხეთში გამართულ Erasmus+ პროექტში Let's Move Youth Work.

პროექტი მიზნად ისახავდა პირადი და პროფესიული მიღწევების ერთმანეთისთვის გაზიარების წახალისებას, სხვადასხვა მეთოდოლოგიის ათვისების ხელშეწყობას, მუშაობის პროცესში კომპეტენციებისა და უნარების გაძლიერებას, თემატური ინსტრუმენტების შექმნასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

მადლობა ჩვენს მეგობარ ორგანიზაციას Georgian Youth for Europe მრავალფეროვანი პროექტებისთვის!