ლუკა გეგეჭკორი
ლუკა გეგეჭკორი აია-ჯესსის მოსწავლეა. მის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ისეთი საკითხები, როგორებიცაა შენობების სისტემების კონსტრუქცია, მექანიკური ინჟინერია, საავიაციო ინჟინერია და ა.შ. სამომავლო პროფესიად ლუკას მექანიკური ინჟინერია ესახება.
ადრეული ასაკიდან ლუკა მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ღონისძებებსა და გაცვლით პროგრამებში. „ამ ყველაფრიდან ვისწავლე სხვა კულტურის წარმომადგენელ ხალხთან კომუნიკაცია და სხვა მრავალი უნარი რომელიც მომავალში გამომადგება.’’ - ამბობს ლუკა.
პირველი საერთაშორისო ივენთი, რომელშიც ლუკამ მონაწილეობა მიიღო იყო Virtual Peace Education Camp. 2018 წელს ლუკა ჩართული იყო საერთაოშორისო კონფერენციაში Come Together.
ლუკამ გაირა ორკვირიანი UKCE ტრენინგი დიდ ბრიტანეთში და მონაწილეობა მიიღო ERASMUS+ გაცვლით პროგრამებში სომხეთსა და მოლდოვაში.
ერთერთი ბოლო წარმატება, რომელიც ლუკამ და მისმა თანაგუნდელებმა მოიპოვეს იყო გამარჯვება ინტელექტუალურ კონკურსში „ტვინების ბრძოლა’’.