ევროკავშირის ინტერკულტურული და რელიგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან სტრასერი
ევროკავშირის ინტერკულტურული და რელიგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" საბჭოს წევრს - რომან სტრასერს ვმასპინძლობთ სკოლაში! 
 თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, კლუბების სახით სკოლის არაფორმალური განათლების ნაწილი გავაცანით. მენტორებმა სტუმარს მათი კლუბების პროექტები, მიზნები და მუშაობის პროცესში გამომუშავებული უნარები წარუდგინეს. 
 შეხვედრას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, ჩვენი კურსდამთავრებული, ალუმნი კლუბის წევრი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ასმათ ნასყიდაშვილი. 
მომხსენებლები: მაქსიმე ნაავგუსტი, ანა ფაჯიშვილი, ნიკა ლიპინსკი, სერგი ბეგიაშვილი, გიორგი ქარდავა, ანა ჩანკვეტაძე, მარიამ გოგილაშვილი, ანა ირემაძე, ანა ბარაბაძე, სალომე შამანაური, ლიზი კოვზიაშვილი, მარიამ ჩუბინიძე, ნინო შენგელია, გიორგი ონიანი, თევდორე გაროზაშვილი, ნიკოლოზ აფხაზავა, გიორგი ტატალაშვილი, ნინი გულედანი, ნიკა დანელია, ნია მაჭარაშვილი, მარიამ საღირაშვილი, ანდრია ქელეხსაევი, 
 ღონისძიების წამყვანი - ნია ნორაკიძე