• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება!

    European STEM League: Congratulations, your team has been selected for the final in Dortmund!

    AIA GESS-ის გუნდი ფიზიკის ორი მასწავლებლისა და 5 მოსწავლის შემადგენლობით 20–21 ოქტომბერს დორთმუნდში ფინალში მიიღებს მონაწილეობას!

    ვულოცავთ ნინო აბესაძეს და პავლე რუხაიას და ყველა AIA GESS-ელს ამ დიდ წარმატებასა და აღიარებას!

    p.s.პროექტის ყველა ხარჯს იღებს ორგანიზატორები
    European STEM League

     აია-GESS-ის მოსწავლეები მათემატიკის მე-9  საერთაშორისო ტურნირზეგიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა მათემატიკის მე-9  საერთაშორისო ტურნირში მეოთხე საპატიო ადგილი და საუკეთესო ოპონენტის ჯილდო მოიპოვეს. ტურნირი წელს მიმდინარეობდა 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით რუმინეთში, ქალაქ იასიში.

    გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები  GENIUS OLYMPIAD-ზეგიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეების  ნამუშევრებმა ნიუ-იორკის ოსვეგოს უნივერსიტეტის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე ვერცხლის მედლები და მეოთხე ადგილი მოიპოვა. 
    გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეები Intel-ISEF-ის კონკურსში საქართველოს წარგზავნილები არიანგიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეები Intel-ISEF-ის კონკურსში საქართველოს წარგზავნილები არიან

    გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი" ფინალურ ეტაპზე გრანპრი მოიპოვეს  და საქართველოს სახელით 2017 წლის 13 მაისს წარგზავნილნი იყვნენ ქალაქ ლოს-ანჟელესში, (კალიფორნია, აშშ) Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელშიც მსოფლიოს 78 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

    აია-GESS-ის მოსწავლეები  რიგასა და სტოკჰოლმშიგიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ საერთაშორისო კონფერენციაში „მომავლის სკოლა", რომელიც გაიმართა რიგასა და სტოკჰოლმში. კონფერენცია 27 მარტიდან 3 აპრილამდე მიმდინარეობდა გემზე. 

    მეორე საპრიზო ადგილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე საპრიზო ადგილზე გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლის  გიორგი ნიორაძის გუნდი გავიდა.  

    გიმნაზია აია–GESS მოსწავლეები ესპანეთში  2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ჩვენი მოსწავლეები ესპანეთში, ქალაქ სალამანკაში.  გიმნაზიას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სასწავლო ცენტრთან ¨Colegio Delibes".  პროგრამაში მონაწილეობდნენ: ანანო მინაძე, ანი აბზიანიძე, სოფიო ვადაჭკორია, ნინი ხუნძაყიშვილი, ლიზი სამხარაძე, დავით ცუცქირიძე, თეიმურაზ სიმონიშვილი, თემურ პეტაშვილი და გიორგი ნარიმანიძე. ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ გიმნაზიის დამფუძნებლები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ნონა ბოლქვაძე და ლელა ბოჭოიძე.

    სტუმრად  მშვიდობის მსოფლიო აკადემიის წევრები

    2016 წლის 25 მარტს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ მშვიდობის მსოფლიო აკადემიის წევრები   სკოლა  მშვიდობის აკადემიის ოფიციალური წევრი გახდა, რაც შესაბამისი ხელშეკრულებით დადასტურდა.

    3 აპრილიდან 7 აპრილამდე ჩვენი მოსწავლეები: ვანო შარია, გეგა ლელაშვილი, გიორგი ნიორაძე, გიორგი მელიქიძე, თიკო გამრეკელაშვილი, ნინო ქავთარაძე იმყოფებოდნენ პოლონეთში ახალგაზრდა გამომგონებელთა ტურნირზე. დელეგაციის ხელმძღვანელი რუსუდან ბოლქვაძე.
Free counters!