დებატთა კლუბი
დებატთა კლუბი სკოლა აია–ჯესში დიდი ხანია ფუნქციონირებს, ამ კლუბში მოსწავლეები მე–7 კლასიდან არიან ჩართულები, 2018–19 სასწავლო წელს დებატთა კლუბს უძღვებიან კლუბის ხელმძღვანელი ნათია კახნიაშვილი, ასევე მენტორებად მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები. კლუბში ბავშვები საფუძვლიანად სწავლობენ თერორიულად და ასევე პრაქტიკულად, დებატის სტრუქტურისა და იმიტირებული სასამართლოს წესებს, მიმდინარეობას, უფლებებსა და ა.შ. ჩვენ, დებატთა კლუბის ხელმძღვანელი და მენტორები ვფიქრობთ, რომ მოსწავლეთა ზოგად განათლებაში მნიშვნელოვანი წვილი მიგვიძღვის, რადგან სასკოლო პროცესის გარდა, კლუბში მუშაობისას ბავშვები სწავლობენ: ჯგუფურ მუშაობას, საკუთარი აზრის დაფიქსირებას, მოსმენას, საჯარო გამოსვლასა და სხვა უამრავ საჭირო უნარებს. სკოლაში უკვე გაიმართა 5 წარმატებული და ძალიან საინტერესო დებატი, ახლა კი იმიტირებული სასამართლოს მზადების პროცესში ვართ.