ლიდერობის საერთაშორისო პროგრამა

გიორგი ტატალაშვილი და ნია მაჭარაშვილი ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამაში (IYLCP) საერთაშორისო კომიტეტის მიერ შეირჩნენ და რჩეულ 10 მოსწავლეს შორის მოხვდნენ.

ლიდერობის პროგრამა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, სინგაპურში დაფუძნებულ Global Citizen Education Group-ისა და აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაციის საერთო 9-კვირიანი ონლაინ პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რაც თანამედროვე ლიდერად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

სესიები ტარდება ინგლისურ ენაზე და მოიცავს შემდეგ თემებს: ლიდერობის ტიპები, დროის მენეჯმენტი, მიზნის დასახვის ხელოვნება, სტრესის მენეჯმენტი, ემოციური და კულტურული ინტელექტი, პრობლემისა და კონფლიქტის გადაჭრის გზები, მეწარმეობა, პროექტის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია და ნეთვორქინგი.

პირველ სესიას, რომელიც 2024 წლის 24 თებერვალს გაიმართა, The Global Citizen Education Group-ის ბიზნეს ოპერაციების დირექტორი უძღვებოდა.