შვედეთში, სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო მშვიდობის კონფერენციას ჩვენი სკოლის 25 კაციანი დელეგაცია დაესწრო
შვედეთში, სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო მშვიდობის კონფერენციას ჩვენი სკოლის 25 კაციანი დელეგაცია დაესწრო. ტრადიციულმა წარმატებამ არ დააყოვნა. „მშვიდობის ელჩის“ ტიტულით დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის დირექტორები: ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე, ქალბატონი ლელა ბოჭოიძე და ჩვენი პროაქტიური ინგლისურის მასწავლებელი თამარ ლოლიშვილი. ჩვენი მოსწავლეები: ნიკოლოზ სიხარულიძე, მარიამ კუკულაძე, მაქსიმე ნაავგუსტი, ანა რაზმაძე და ლუკა შატაიძე სიტყვით წარსდგენ.
მოხსენება - „როგორ უწყობს განათლება მშვიდობას ხელს,“ ეხმიანებოდა სასკოლო განათლების, კრიტიკული აზროვნების, მორალური ღირებულებებისა და კონფლიქტთან გამკლავებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ტანდემს მსოფლიო მშვიდობის დამყარების პროცესში.
კონფერენციის მეორე დღეს, სტოქჰოლმის მერიაში, რომელის კედლებსაც არაერთი ნობელის ლაურეატი უხილავს, ჩვენმა მოსწავლეებმა ქართული ცეკვები წარუდგინეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოწვეულ სტუმრებს.
შემაჯამებელი ღონისძიება გემზე გაიმართა, სადაც გიორგი ჩილინგარაშვილმა დამსწრე აუდიტორიას ის SMART მიზნები და აქტივობები გააცნო, რომელიც მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში და უკეთესი მსოფლიოს შექმნაში დაგვეხმარება.
World Peace Conference - ის მიზანია ღია დიალოგის გზით სამყაროში პოზიტიური ცვლილებების სტიმულირება. მშვიდობისკენ სვლა განათლებით იწყება. ამიტომ, ჩვენც ვაგრძელებთ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და სწორი მორალური ღირებულებების გაღვივებას არაფორმალური განათლების გზით.
ჩვენი საამაყო მოსწავლეები: ლუკა შატაიძე, მარიამ კუკულაძე, მარიამ სოფრომაძე, მათე მოსახლიშვილი, მაქსიმე ნაავგუსტი, მიშო იაშვილი, ნიკა სიხარულიძე, ნიკოლოზ ქველაძე, ქეთი ელოშვილი, სიდონია ფოჩხუა, სოლო დევდარიანი, ანი რაზმაძე, გიორგი ტატალაშვილი, გიგი ჭუმბურიძე, გიორგი ჩილინგარაშვილი, გიორგი რიგვავა, გიორგი წიკლაური, გიორგი ზაუტაშვილი, გუგა ხაჭაპურიძე, გუგა მარსაგიშვილი, ლუკა გაბედავა.