აია ჯესს-ის მოსწავლეების მოხალისეობრივი აქტივობები ესპანეთში
ჩვენი მოსწავლეები იტალიელ, გერმანელ, ბელგიელ და ლატვიელ ახალგაზრდებთან ერთად 10 დღის განმავლობაში მოხალისეობდნენ ესპანეთში, კერძოდ გრანადაში დაფუძნებული ფონდისთვის-The Fundación Escuela de Solidaridad, რომელიც სოციალურად დაუცველების, ახალგაზრდა ემიგრანტებისა და საზოგადოებისგან გარიყული მოზარდების, დედებისა და ბავშვების თავშესაფარი და მომავალი ინტეგრაციის საწყისი წერტილია.
სოციალური, სამოქალაქო და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით აღსავსე აიაჯესსელებმა შეისწავლეს ხელსაქმე: კერვა, კერამიკაზე მუშაობა, ხალიჩების, წიგნაკების დამზადება, რესურსების გადამუშავება და ნარჩენების ხელახალი გამოყენება, დაამზადეს ნივთები ფონდის მიერ შექმნილი საქველმოქმედო მაღაზიისთვის, მოუარეს ბოსტანს, ისწავლეს მზის ენერგიაზე მომუშავე სამზარეულოს გამოყენება და მაცხოვრებლებს ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდნენ.
მცირე თემში პოზიტიური ცვლილებებისთვის მუშაობის პარალელურად, ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარები შეიძინეს და პიროვნულად გაიზარდნენ.
მოხალისეობრივი პროექტები მოსწავლეებში ავითარებს პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, რაც ძერწავს არა მხოლოდ აკადემიურად წარჩინებულ, ამავდროულად, თანამგრძნობ, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე, ძლიერ პიროვნებებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებში.
მონაწილეები: მარიამ შევერდაშვილი, ლუკა გეგეჭკორი, ნატალია ქაჯაია და მარიამ წივილაძე
ლიდერი: თამარ ლოლიშვილი
გამგზავნი ორგანიზაცია: Georgian Youth for Europe