აია-ჯესსის მოსწავლეების მე-6 ვიზიტი ნასაში
იცოდით, რომ უკვე მეექვსედ გიზიარებთ ჩვენი შემეცნებითი მოგზაურობის დეტალებს NASA-ს კოსმოსური ცენტრიდან?

ამჯერად, გეგა შავდათუაშვილი (გუნდი LIGGA) გახლავთ ერთ კვირიანი თავგადასავლის მთავარი გმირი, მრავალი საინტერესო აქტივობით.
ახალგაზრდა გამომგონებლებმა დაათვალიერეს NASA-ს ასტრონავტების რეალური გადამზადების ცენტრი და კრისტოფერ კრაფტის მისიის საკონტროლო ცენტრი. მათ ასევე იმუშავეს კოსმოსური ხომალდის კონსტრუქციაზე და ასტრონავტებისთვის საჭირო ჰაბიტატი შექმნეს. ასევე გამოსცადეს წყალქვეშა დაივინგი უწონადობის სიმულაციის შეგრძნებისთვის, ააწყვეს მარსმავალი რობოტი და იმუშავეს მის კოდირებაზე, შეხვდნენ პროფესორ ტეს კასველს, რომელმაც ერთი თვე კოსმოსური ჰაბიტატის ანალოგში გაატარა (HERA) და ნასას ასტრონავტს ბილ მაკარტურს, რომელსაც კოსმოსში 224 დღე აქვს გატარებული.

2022 წელს გეგამ და მისმა გუნდმა (LIGGA) „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ შექმნეს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რადიაციის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა და დამსახურებული საგზურიც მოიპოვეს NASA-ში!