პროექტი „ეკო-მზარეული’’ და ჩვენი მოსწავლეები პოლონეთში
15-22 ივლისს პოლონელ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად,  სკოლამ   მონაწილეობა მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში “ეკო-მზარეული”.
პროექტი მიზნად ისახავდა სამზარეულოში ეკოლოგიური მიდგომების პოპულარიზაციას, კერძოდ, კერძების მომზადების პროცესში ენერგიის, წყლისა და მასალების ზომიერად მოხმარებასა და ხელახალ გამოყენებას.
გაცვლითი პროგრამა მოიცავდა უამრავ თემატურ ვორქშოფს, ეროვნულ საღამოს, ფიზიკურ აქტივობასა და ეკო და გასტრო ტურს პოლონეთის ულამაზეს ქალაქებში.
მადლობა ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებს პოლონეთში, გერმანიასა და საქართველოში!
Małopolska WK OHP, You&Your Chance Darius Niesporek, Georgian Youth For Europe.