მეწარმეობის კლუბის წევრები მსოფლიოს 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატის მფლობელები გახდენენ
ანა ბარაბაძემ, ანი ბერულავამ, ნია კვარაცხელიამ, ლუკა ონიანმა, გიორგი ქარდავამ და მარიამ საღირაშვილმა სამეწარმეო კომპეტენციების დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. 
სერტიფიცირება ადასტურებს: მინი კომპანიაზე ერთწლიანი მუშაობის გამოცდილების ექვივალენტურ ცოდნას: მეწარმეობრივ კომპეტენციას, ეკონომიკურ და ფინანსურ ცოდნას, შემდგომი შესაძლებლობების მიღებას მცირე და მსხვილი ბიზნესებისგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
მეწარმეობის კლუბის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები, ხელმძღვანელის - მარიამ ნაჭყებიას დახმარებით, საბაზისო მეწარმეობის თეორიულ კურსს ეცნობიან და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც წარმატებით ნერგავენ.
ნორჩი მეწარმეების მიერ ჩამოყალიბებული კომპანია FullSpring, JA საქართველოს მიერ ორგანიზებულ “წლის მოსწავლეთა კომპანია 2023“ - ის ფინალში მოხვდა. მათი ბიზნეს იდეა ეკო-მეგობრულ კონცეფციას ემყარება და მომხმარებლებს გადამუშავებული მაკულატურისგან დამზადებულ ხელნაკეთ პროდუქციას სთავაზობს.