მარიამ ეკალაძე
მარიამ ეკალაძე აია-ჯესსის მოსწავლეა. მისი საოცნებო პროფესია ინტერიერის დიზაინერობაა. სკოლის საწყისი კლასებიდანვე მარიამი მუდმივად იყო ჩართული არაფორმალური განათლების შეძების შესაძლებლობებში.
2017 წლიდან იგი გაწევრიანდა სკოლის ქიმიის, დებატთა, ეკოტორისტულ კლუბებში. 2018 წელს, მერვე კლასიდან ჩაება "iEARN - Virtual Peace Education Camp" - ში, რომელმაც რამდენიმე თვე გასტანა. მარიამი ასევე ჩართული იყო ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებულ მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტივობებში.
2019 წელს, “English Book Education”-ის შემოთავაზების საფუძველზე, მარიამმა მონაწილეობა მიიღო ორკვირიან საზაფხულო სკოლაში, რომელიც ორგანიზებული იყო "University of St. George Summer School’’-ის მიერ.
იგი ასევე მონაწილეობას იღებდა ისეთ კონკურსებში, როგორებიცაა „ტვინების ბრძოლა“, „ჩხირკედელა“, "Global Peace and Sustainable Development Summit”, "MUN Refugee Challenge", "WHPL - Peace Education Student Training Course" და ა.შ.
„2021 წელს გავიაზრე, რომ მაინტერესებდა პოლიტიკური იდეოლოგიები, ეკონომიკა, სამართალი და სხვა სკოლის გარეთ არსებული საგანები. ამიტომ მოვძებნე არაფორმალური კურსები და ოქტომბერში მიმიღეს „ფრანკლინის კლუბში“. სადაც მივხდი, რომ ჩემი ცხოვრება პოლიტიკის გარეშე აღარ იარსებებდა. შევქმენი ახალი ურთიერთობები, ვისწავლე სრულიად ახალი რაღაცები და ეს იყო ჩემი გარდასახვა. დრო არ დავკარგე და ნოემბერში გავგზავნე აპლიკაცია „დიპლომატთა სკოლაში“, სადაც მასწავლეს საერთაშორისო ურთიერთობები, კინოხელოვნება, ეკონომიკა, პოლიტიკური იდეოლოგიები და სხვა საინტერესო საგნები.’’ - ამბობს მარიამი.
მარიამ აქტიურად მონაწილეობდა Erasmus+ პროგრამებშიც. იგი ჩართული იყო პროექტში Stay Safe, რომელიც რუმინეთში ჩატარდა.
2022 წლის თებერვალ-მარტში, სკოლამ ახალ სამყაროს გამაცნო - „Eramus+” პროგრამები. მივიღე მონაწილეობა პროექტ "Stay Safe" - ში, რომელიც ტურგუ ჯიუში, რუმინეთში ჩატარდა. მარიამი ამბობს, რომ ამ პირველი დამოუკიდებელი ქვეყნიდან გასვლის წყალობით მან მიიღო უსაზღვრო გამოცდილება, განივითარა ისეთი უნარები, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად ცხოვრება, პასუხისმგებლობა, ინგლისურად საუბარი, მოცემული დავალების სწრაფად გააზრება, ადამიანთან მარტივად კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და ა.შ. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ახალ „Erasmus+“ პროგრამაში - ”Inclusive Digital Youth Work Lab”, რომელიც ქალაქ ერევანში ჩატარდა. მარიამი ასევე ჩართული იყო Erasmus+ პროგრამაში “It’s okay to be different”, რომელიც ჯერ ქობულეთში, საქართველოში ჩატარდა და შემდეგ აგვისტოს თვეში ბაუსკაში, ლატვიაში.
მარიამმა, თავის თანაკლასელებთან ერთად, სკოლაში ჩაატარა კონკურსი: „გააფერადე სკოლა’’. კონკურსის მიზანი მოსწავლეების კრეატიულობის წახალისება იყო.