პანტელეიმონ კობახიძე
პანტელეიმონ კობახიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტია.
2019, 2020 2021 წლებში პანტელეიმონი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალისტი, 2020 წელს -ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი, 2021 წელს - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული. ამ გამარჯვების შედეგად მონაწილეობა მიიღო ნასას კოსმოსური ცენტრის ერთკვირიან პროგრამაში.
2022 წელს პანტელეიმონი Eucys National Level Contest-ის გამარჯვებული გახდა საქართველოში, რის შედეგადაც გაემგზავრა საერთაშორისო კონკურსზე ნიდერლანდებში.