• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • აია-GESS-ის 2017-2018 სასწავლო წლის პირველკლასელები

    ეს მზე-ბიჭები და მზე-გოგონები სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის 2017-2018 სასწავლო წლის პირველკლასელები არიან. 2017 წლის 5 ივნისს აია ჯესელებად მათი „ნათლობა" შედგა. ფეხბედნიერი იყოს მათი შემობრძანება ჩვენს ჯადოსნურ სამყაროში. 
    ამ ულამაზეს ბავშვებს ეგზიუპერისა არ იყოს ვასწავლით „პატარა ნაბიჯების ხელოვნებას". ვასწავლით ნელ, ჯიუტ, შეუწყვეტელ სვლას მწვერვალებისკენ, დასახული მიზნებისკენ. ვასწავლით შრომას, შევაყვარებთ წიგნსა და მოყვასს. კიდევ უფრო ავუფერადებთ ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროს.

    ბოლო ზარიგილოცავთ... ჩვე უნიჭიერესო და უსაყვარლესო მოსწავლეებო. გისურვებთ უბედნიერეს სტუდენტობას. უჭირველად და ურცხვინველად გაცხოვროთ უფალმა მთელი ცხოვრების მანძილზე..."ღმერთს ებარებოდეთ". გვიყვარხართ...

    29 კურსდამთავრებული-29 სტუდენტი.
    გიგაური გიორგი-სან-დიეგოს სახ.უნ-ი-კომპიუტერული ინჟინერია-100%
    ჩუბინიძე გურამ-სახემწიფო სამედიცინო უნ-ი-100% გრანტი
    შუბითიძე მარიამ- თსუ-ბიზნესის ადმინისტრირება-100%
    ფერაძე ანანო-თსუ-სამართალი-100%
    ორჯონიკიძე ჯაბა-სახელმწიფო სამედიცინო უნ-ი-100%
    დოლიძე ომარი-თსუ-ფიზიკა-100%
    ჩიტიშვილი თინათინ-თსუ-სამართალი-100%
    2015-2016 სასწავლო წლის პირველი დღესერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს"-ში 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორთა საბჭოს წევრებმა ნონა ბოლქვაძემ, ლელა ბოჭოიძემ და რუსუდან ბოლქვაძემ. 
Free counters!