CERTIFICATE OF ACHIEVEMENT
2018 წლიდან კომპანია English Book Education წარმოადგენს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის პარტნიორს ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით.
 თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ პროექტებს შორისაა ETS Global TOEFL®-ის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს განსაზღვრონ მათი პროგრესი ინგლისური ენის მიმართულებით, შეიტყონ ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შესახებ და მიიღონ Educational Testing Service (ETS Global)-ის რეკომენდაციები სერტიფიკატებთან ერთად.
 TOEFL® ტესტი მოსწავლეებს აძლევს ინგლისური ენის ცოდნის პროგრესის მონიტორინგისა და მუდმივი განვითარების საშუალებას.
 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა TOEFL -ის ტესტირება, რომელშიც 4-10 კლასის 38 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტესტიტების შედეგებია ასეთია:
 22 - ოქროს სერტიფიკატი
 9 - ვერცხლის სერტიფიკატი
 7 - ბრინჯაოს სერტიფიკატი