• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  •  ბავშვთა მსოფლიო დღე20 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიო დღეს გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები წარუძღვნენ განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას და გამოხატეს საკუთარი მოსაზრება განათლების ხელმისაწვდომობაზე, ბულინგსა და უსაფრთხო სკოლებზე, არაფორმალურ განათლებაზე, ინოვაციებსა და სწავლების პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

    ბავშვები ასევე ჩაერთნენ გაეროს ბავშვთა ფონდის Facebook გვერდის მართვაში, ეწვივნენ გაეროს სახლს, მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.

     

    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრული პროექტის განხორციელებას. ლაბორატორიას სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – ჯესსის მოსწავლეთა კლუბი ეწვია და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა
    შემეცნებითი პროექტი - „ქიმიური მრეწველობის და მეტალურგიის პოპულარიზაცია“
    შემეცნებითი პროექტის პირველი გასვლითი გაკვეთილი ზესტაფონში - ფეროშენადნობი ქარხანა.

    ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი-2017გიმნაზია აია-ჯესს კვლავ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს ილიაუნის შემეცნებით პიკნიკზე. დიდი მადლობა პედაგოგებს:ნინო გარუჩავას,თამარ ტურაშვილს და პავლე რუხაიას დაუზოგავი შრომისათვის.
    მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი25-29 სექტემბერს საქართველოს სკოლებში მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი ტარდება. პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაეროს მიერ შემუშავებული ''მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების'' (SDG) გაცნობას და თანამედროვე კომპეტენციების (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებას

     

    გილოცავთ!გილოცავთ! გილოცავთ!
    თქვენი წარმატება AIA GESS-ის კონცეფციის წარმატებაცაა!
    წარმატებულებს გეცხოვროთ და გაგეხარებინოთ თქვენი საყვარელი ადამიანები!

    AIA GESS-ის 2017 წლის კურსდამთავრებულები!

     

    თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლესთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი ბესარიონ ქარცივაძე გიმნაზიის „აია - GESS" მოსწავლეებს შეხვდნენ.

    აია-GESS-ის 2017-2018 სასწავლო წლის პირველკლასელები

    ეს მზე-ბიჭები და მზე-გოგონები სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის 2017-2018 სასწავლო წლის პირველკლასელები არიან. 2017 წლის 5 ივნისს აია ჯესელებად მათი „ნათლობა" შედგა. ფეხბედნიერი იყოს მათი შემობრძანება ჩვენს ჯადოსნურ სამყაროში. 
    ამ ულამაზეს ბავშვებს ეგზიუპერისა არ იყოს ვასწავლით „პატარა ნაბიჯების ხელოვნებას". ვასწავლით ნელ, ჯიუტ, შეუწყვეტელ სვლას მწვერვალებისკენ, დასახული მიზნებისკენ. ვასწავლით შრომას, შევაყვარებთ წიგნსა და მოყვასს. კიდევ უფრო ავუფერადებთ ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროს.

Free counters!