Erasmus+ პროგრამა რუსთავში
19-27 მარტს რუსთავში გამართულმა Erasmus+ ახალგაზრდულმა გაცვლითმა პროგრამამ, "დაფიქრდი სანამ ისაუბრებ” 39 ადამიანს უმასპინძლა საქართველოდან, ხორვატიიდან და თურქეთიდან.
პროექტი მიზნად ისახავდა დებატების ტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დებატების, როგორც სწავლების არაფორმალური მიდგომის დადებითი მხარეების წარმოჩენას, პარტნიორი სკოლებისა და ორგანიზაციების გაძლიერებას არაფორმალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
მადლობა ჩვენს მოსწავლეებს: ნინია მიქაუტაძეს, ნუცა ჭიჭინაძეს, გიორგი სახეიშვილს, ოთო სუჯაშვილს, გუგა ლომსაძეს, მათე ეგრისელაშვილს, გიორგი ონიანსა და ალექსანდრე ჟღენტს გაცვლით პროგრამაში პროაქტიური ჩართულობისთვის.