ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში
   მერვე კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებლის, ნათია კახნიაშვილის, ინიციატივით კასპში არსებულ “ოკუპაციის მუზეუმს” ესტუმრნენ.
   მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ იცოდეს საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგები და გაითავისოს, რომ მშვიდობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.