კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების მეთოდებზე
ჩვენი სკოლის მასწავლებლები: სალომე კაპანაძე და ნინო მეგრელიშვილი ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ გამართულ კონფერენციას დაესწრნენ.
   გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის სამუშაო სესიებს ფულბრაითის პროგრამის ენის ექსპერტები: მაიკ მენსფილდი, პოლ ტუკი და კაილა მაკმილანი უძღვებოდნენ.
   ექსპერტებმა განიხილეს გაკვეთილების ეფექტური დაგეგმვის მიდგომები, საუბრის უნარების გაუმჯობესება, სტუდენტების მოტივაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფასო სწავლების რესურსები.