Ინკლუზიური განათლების გამოცდილება

მარინა ხარიტონაშვილის ინიციატივით, ჩვენი მოსწავლეები "ჰეის" მოზარდებს ესტუმრნენ და სასიამოვნო მოგონებები დააგროვეს.

თანატოლებს ინფორმაცია გაუზიარეს მსოფლიოს ღირშესანიშნაობებისა და დროშების შესახებ, ბევრი ითამაშეს და ცოდნაც განიმტკიცეს.

"ჰეი" საკვირაო სკოლა და ინკლუზიური, თბილი და ყველაზე მეგობრული გარემოს საუკეთესო მაგალითია სმენადაქვეითებული მოზარდებისთვის.

დიდი მადლობა "ჰეის" დამფუძნებელს, ხათუნა რაზმაძეს,  მასპინძლობისთვის და დადებითი ემოციებისთვის.