CENN ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ჩვენი სკოლა საუკეთესო ათეულში მოხვდა
“გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” 3 თვიანი პროექტი გახლდათ, რომელიც ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში დაგვეხმარა.
კამპანიის ფარგლებში, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა, პავლე მასწავლებელთან ერთად, დაამზადეს ქარის გენერატორის მინი მოდელი, მონაწილეობა მიიღეს კვლევაში, მოიწვიეს სტუმრები და მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები.
პროექტის დასკვნითი ნაწილი 23 ივნისს, ენერგოეფექტურობის დღეს გაიმართა და ჩვენი სკოლის გუნდი სერთიფიკატებით, საჩუქრებითა და დაფინანსებული ექსკურსიით დაჯილდოვდა.
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა სკოლებს და შევიტანოთ წვლილი ენერგოეფექტურობის გარშემო ცნობიერების ამაღლებაში.
განსაკუთრებული მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს: პავლე რუხაიას, დარეჯან ლორთქიფანიძეს და თინათინ ლაღიძეს არაჩვეულებრივი მენტორობისთვის!