Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი: Be a Good Influence
დაუვიწყარი ემოციებით დაგვიბრუნდნენ ჩვენი მოსწავლეები ხორვატიიდან!
მარიამ შევერდაშვილმა, ანანო ჭანკვეტაძემ, მარიამ პაპელიშვილმა, მარიამ საღირაშვილმა, სერგი ბეგიაშვილმა, ნიკა ლიპინსკიმ, გიორგი ქარდავამ, გიორგი ზაუტაშვილმა, მაქსიმე ნაავგუსტმა და დავით მამედოვმა, მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში: Be a Good Influence(r).
10 დღე პროდუქტიულად გაატარეს ხორვატიელ, თურქ, ბულგარელ თანატოლებთან ერთად და დაამუშავეს შემდეგი თემები: Fake news, Bodyshaming, Influencers and numbers და ა.შ.
დამსახურებული მადლობა ლიდერებს: ხატია გოგიას და ანუკი ნახუცრიშვილს საუკეთესო მენტორობისთვის! მადლობა გამგზავნ ორგანიზაციებს ევროპული შესაძლებლობებისთვის: Georgian Youth for Europe, Aia-GESS for Youth