მარიამ მაღრაძე

მარიამ მაღრაძე აია-ჯესსის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლეა. 19 წლის ასაკში, მარიამმა დააფუძნა საკუთარი კომპანია, LTD EnergoSun Georgia და როგორც ამბობს, ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
„ბავშვებს აქვთ უსაზღვრო ინტერესები და ულევი ენერგია. მათ სჭირდებათ მუდმივი სიახლეები და თავიანთ უამრავ კითხვაზე ამომწურავი პასუხები. სწორედ "აია-GESS" იყო ჩემთვის ის ადგილი, სადაც მუდმივი სიახლეები არ მაძლევდნენ მოდუნების საშუალებას’’ - ამბობს მარიამი.
მარიამის ერთერთი პირველი საერთაშორისო წარმატება IERN-is პროექტში ჩართულობა იყო. შედეგად ის მოხვდა სრულიად განსხვავებული კულტურის ქვეყანაში. მარიამის თქმით, კორეაში გაცვლითმა პროგრამამ მას მისცა საშუალება უცხო ენაზე მეტყველების ბარიერები გადაელახა. კორეის შემდეგ, იგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მულტიკულტურულ გარემოში გაიარა ვორქშოპები, რამაც, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი უნარჩვევები შესძინა.
ახალი გამოცდილებების მუდმივმა ძიებამ ის ესპანეთში ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადამდე მიიყვანა. ხოლო შემდეგ ენის გასამყარებლად გაემგზავრა ლონდონში, სადაც UK Collegeში ორკვირიანი კურსი გაიარა.
„წარსულის გამოცდილებამ მომცა საშუალება, რომ ახალ გარემოსთან სწრაფად შემძლებოდა ადაპტირება. 14წლის ასაკში სკოლაში მოწვეული პროფესორი გავიცანი, ბატონი თემურ ჩიჩუა. მასთან მისვლა და ჩემი ოცნებების განდობა, რომელიც წყალბადის გენერატორის უსაფრთხო მოდელის კონსტრუირებას ეხებოდა, იყო უდიდესი ბედნიერება. ერთი შეხედვით ჩემს გიჟურ ფანტაზიებზე მისი პასუხი გახდა ჩემი მამოტივირებელი სლოგანი. აღმოჩნდა, რომ იგი ეძებდა ისეთ ბავშვებს, რომლებიც დაეხმარებოდნენ თევზების ხმელეთზე გაშენებაში. 13 წლიდან შევისწავლე ელექტრო ბურღის, ხრახნისის, შტანგელის, კუთხსახეხისა და მრავალი სხვა ხელსაწყოს მარჯვედ გამოყენება. მონაწილეობას ვიღებდით გამომგონებელთა კონკურსებში, თუმცა არაერთხელ დავმარცხდით. იყო შემთხვევა ნახევარფინალისტები ვიყავით, შემდეგ ფინალამდე მივედით, ზოგჯერ უსამართლობის განცდა გვქონდა, ზოგჯერ ჩვენ თავს ვამტყუნებდით. თუმცა შედეგად ამ მიღებულმა გამოცდილებებმა მომცა ისეთი ინერცია, რომ ბოლოს ნასამდეც მივედი.’’ - ყვება მარიამი.
ნასას კოსმოსურ ცენტრში, თავისი გუნდის სხვა წევრებთან ერთად, მარიამმა გაიარა ტრენინგები, შეისწავლა შატლების აგებულება, კოსმოსური ხომალდების დამცავი ფენების შემადგენლობა, გაიარა კოსმონავტების წვრთნები და მრავალი სხვა. ნასაში ყოფნისას, მისმა გუნდმა მარსის საცხოვრებელი ჰაბიტატის დიზაინი შექმნა. აღნიშნული დიზაინი ახლაც არის გამოფენილი ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში.