მუდმივი ლიდერის ჯილდო აია-ჯესსმა მოიპოვა
დარგის ლიდერის სტატუსის მრავალჯერ მოპოვების შემდეგ, 20 წლის იუბილე მუდმივილიდერის ჯილდოთი დავაგვირგვინეთ!
25 დეკემბერს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთოთხმეტე ცერემონია გაიმართა.
აია-ჯესს გადაეცა ნაციონალური ბიზნეს რეიტინგებისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Permanent Leader, რომელიც დაპატენტებულია საერთაშორისო ორგანიზაცია WIPO-ს მიერ.
გილოცავთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ყველა გულშემატკივარს! მადლობას გიხდით 20 წლიანი წარმატების ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის!