მთავარი კონტაქტი რჩეულებში
  • პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში  2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გამართა. ფინალში მონაწილეობა მიიღო ათმა კონკურსანტმა გუნდმა, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა.  გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.

     სტუმრად  სან დიეგოს უნივერსიტეტის  წარმომადგენლები2016 წლის 17 თებერვალს სან დიეგოს უნივერსიტეტის  წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს-ში".  უნივერსიტეტის პროგრამების პრეზენტაციას უძღვებოდა სან დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი, პროფესორი ჰალილ გუვენი და  უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი, 100%-იანი გრანტის მფლობელი,  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული  გიორგი გიგაური.

     

    პროექტი ,, ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიოს“’                 კარნავალი 2016პროექტი  „ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიოს"   წინასაახალწლო ღოისძიებებს შორის ყველაზე მეტად პოპულარულია . ეს არის უფროსკლასელთა საკარნავალო ღონისძიებება სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის,  ღირშესანიშნაობების, ტრადიციების, კულინარიის,  კულტურის პრეზენტაციით, რომელსაც თან ახლავს ამ ქვეყნებისთვის ტიპიური მუსიკალური ნომრების ჩვენება. 

    საშობაო სპექტაკლი „შობის მოლოდინში“ 2015 წლის 23 დეკემბერს გაიმართა პირველკლასელთა საშობაო სპექტაკლი „შობის მოლოდინში" . სპეციალურად დაიწერა პატარა აია-ჯესსელებისთვის  სპექტაკლის სცენარი  და მუსიკა.

    კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" ანუ მეცნიერებით ტკბობის სიხარული  კონკურსში AIA-GESSელებმა სოლიდურ წარმატებას მიაღწიეს:

    გრანპრი და მესამე ადგილი,ორი სპეციალური პრიზი,ამერიკაში სუპერფინალში მონაწილეობა,ტური ევროპაში და ფულადი პრიზი...უამრავი სიხარული და თაყვანისმცემლები.

    ინტელექტუალური თამაში- „ჩვენი ქალაქი“  წარმატებულად ითამაშეს ჩვენმა პირველკლასელებმა ინტელექტუალური თამაში- „ჩვენი ქალაქი". თბილისის ისტორია და თანამედროვეობა, ექსკურსიები ძველ თბილისში,  პირველი დიპლომები და პატარების გახარებული სახეები. მუდამ გამარჯვებულებს გევლოთ ჩვენო პატარა ინტელექტუალებო

     

    ღია კარის დღე
       2015 წლის 21 ნოემბერს ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა.
    კოლეჯის დამფუძნებლები:
    სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
    ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი

    ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესის საზეიმო გახსა

    16 ნოემბერს გაიმართა ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესის საზეიმო გახსა. გახსნაზე მოსულმა სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია სკოლის მიზნების, მისიების, ამოცანების, პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ.

    მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული
    10-17 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა საოცრად შემეცნებითი, თანამედროვე და სიახლეებით დატვირთული ინტერაქტიური კვირეული. უზომოდ განუსაზღვრელი იყო AIA-GESS-ელების ინტერესი და ჩართულობა გისურვებთ წარმატებებს და მეცნიერებით ტკბობის სიხარულს.
Free counters!