მთავარი კონტაქტი რჩეულებში
  • პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • "სოლარი"  ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში2016 წლის 17-27 აპრილს აია-ჯესსის მოსწავლეები ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე ამერიკაში,  ფლორიდაში, მის კანავერალას კონცხზე იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ მსოფლიო ინოვაციების სამიტში.

    მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენევროპის დღეების ფარგლებში სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" ჩატარდა. დედაქალაქიდან და რეგიონიდან მოწვეულ პედაგოგებს მოწვეულმა სტუმრებმა- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, ასევე, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა პრიიტ ტურკმა მიმართეს.
    ყვავილების დღესასწაული2016 წლის 27 აპრილს სკოლაში გაიმართა ყვავილების ფესტივალი. ულამაზესი მოსწავლეებითა და ყვავილებით სავსე სკოლა საოცარ საგამოფენო სივრცედ იქცა.  საბუნებისმეტყველო კვირეული სკოლაში ყვავილების ფესტივალით დასრულდა.

    მადლობა ყველა მონაწილეს ამ ლამაზი და წარმატებული კვირეულისთვის.

     

     ამერიკის ხმა
    გუნდი ”სოლარი” ნასას კოსმოსურ ცენტრში.
    ინტელექტუალური თამაშები 2016

    სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ში  არაფორმალური განათლების  ხელშესაწყობად  ყოველ წელს I–დან X კლასის ჩათვლით ვახორციელებთ პროექტს: „ინტელექტუალურ თამაშები"

    სტუმრად  მშვიდობის მსოფლიო აკადემიის წევრები

    2016 წლის 25 მარტს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ მშვიდობის მსოფლიო აკადემიის წევრები   სკოლა  მშვიდობის აკადემიის ოფიციალური წევრი გახდა, რაც შესაბამისი ხელშეკრულებით დადასტურდა.

    გიორგი შამუგია და დავით ცუცქირიძე  ნიუ-იორკში

    2016 წლის 25 მარტიდან 4 აპრილამდე ჩვენი სკოლის მოსწავლეები, გიორგი შამუგია და დავით ცუცქირიძე იმყოფებოდნენ ნიუ -იორკში და მონაწილეობეს იღებდნენ გაეროს მოდელირების პროექტში. დაძაბულ „პოლიტიკურ მუშაობას" შემეცნებითი ექსკურსიები ცვლიდა. ბიჭებმა მშვენივრად გაითავისეს დიპლომატებისა და პოლიტიკოსების როლი და საინტერესო, მრავლისმომცემი დღეები გაატარეს ამერიკაში.

    ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი SDSU საქართველოსა და სერვანტესის გიმანზიას (AIA GESS) შორის
    10 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს SDSU საქართველოსა და სერვანტესის გიმანზიას (AIA GESS) შორის. ხელმოწერას სკოლის მე-11 და მე-12 კლასების ის მოსწავლეები დაესწრნენ, ვინც STEM დარგებით არიან დაინტერესებული. მათ შორის რამდენიმეს უკვე სერიოზული წარმატებაც აქვს. 
    ინტელექტუალური თამაში მეორე კლასელებთან
    სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მეორე კლასელებმა დაამუშავეს წიგნები, რომელიც ქართულ და ბერძნულ მითებს შეეხებოდა. შემდეგ კი საოცარი ცოდნის, შეუპოვრობის,  აზროვნების, ჯგუფური მუშაობის ბრწყინვალე შედეგები გვაჩვენეს  დიდებს. 
Free counters!