ბარსელონაში მათემატიკის XI საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
ბარსელონაში მათემატიკის XI საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით გიმნაზია „აია-ჯესს“-ის და კომაროვის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საქართველოში ტურნირის ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ გიმნაზია „აია-ჯესს“-ია,რომელიც უკვე ოთხი წელია აღნიშნულ ტურნირში წარმატებით მონაწილეობს.
„ტურნირი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას, 2020 წელს საქართველოში გაიმართება, რაც ქვეყნის, როგორც განათლების სექტორისთვის, ისე ეკონომიკისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
მათემატიკის საერთაშორისო ტურნირი უმაღლეს მათემატიკაში კონკურსის გარდა, მონაწილეთათვის პრეზენტაციის, დებატებისა და რეცენზიების მომზადების უნარების განვითარებას მოისაზრებს. წელს გიმნაზია „აია-ჯესს“-ის ორგანიზებით, ბარსელონაში უმაღლესი მათემატიკის კონკურსზე, 7 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარსდგა“, - აცხადებენ გიმნაზიაში.

ალბომი