სკოლის მიზანი
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – ჯესსის მისიაა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში, ინგლისური და ესპანური ენების, მათემატიკის, ფიზიკის, ბუნებისმეტყველების გაძლიერებული სასწავლო პროგრამებითა და ინოვაციური მიდგომებით, აღზარდოს ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების მატარებელი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი პიროვნება.

სკოლის ღირებულებებია:

თანამშრომლობა

სკოლა თავისი საქმიანობით ამკვიდრებს ხელსაყრელ გარემოს სკოლის თითოეული წევრის შესაძლებლობების რეალიზაციისათვის: ზრუნავს სკოლის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ შორის თანამშრომლური გარემოს შექმნაზე. მოსწავლეთა პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველმყოფი სისტემის ჩამოყალიბებისათვის, სასწავლო  და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვისას თანამშრომლობს მათთან, ითვალისწინებს მათ მიღწევებსა და  სურვილებსმართვისას იყენებს ისეთ აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს მშობელთა ჩართულობის ამაღლებას სკოლის ცხოვრებაში. აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მათთან ერთად უზრუნველყოფს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამის კონკურენტუნარინ საგანმანთლებლო  და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებას.

უსაფრთხოება

სკოლა ქმნის კეთილგანწყობილ, უსაფრთხო გარემოს ყველა თანამშრომელთა და აღსაზრდელთათვის: მართვისას შეიმუშავებს ისეთ სტრატეგიებსა და აქტივობებს, რომელიც ხელს უწყობს სკოლის  წარმომადგენელთა შორის ურთიერთთანამშრომლური, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას. შეიმუშავებს წახალისების სისტემას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას. სკოლის ყველა წევრი იცნობს სკოლის შინაგანაწესს და უზრუნველყოფს მის დაცვას. სკოლა აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით. სკოლა შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამებს აღსაზრდელებში ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და  დამკვიდრებისათვის. სკოლას ჰყავს სამედიცინო პერსონალი.


ღიაობა

თავისი საქმიანობით აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და სიამოვნებით თანამშრომლობს მსურველ ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო ოლიმპიადების, კონფერენციებისა და კონკურსების განხორციელებას. ახორციელებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს ნოვატორული მიდგომებისკოლა საქმიანობისას ეფექტურად იყენებს რესურსებს თავისი განვითარებისათვის. აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საზღვრებს გარეთ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას საერთაშორისო დონეზე. მუდმივად ზრუნავს თავის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზეხელს უწყოფს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას, როგორც მოსწავლეებში, ასევე სკოლის თანამშრომლებთან.