ვიზიტი იაპონიაში
ტექნოლოგიურად მოწინავე და მდიდარი კულტურის მქონე იაპონიასაც ვესტუმრეთ!
22 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ჩვენი სკოლის 9 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ტოკიოს გულში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტში.
ჩვენი მასპინძელი სკოლის - YASUDA GAKUEN - ის წარმომადგენლებთან ერთად, უფრო ახლოს გავეცანით იაპონიის მომხიბლავ კულტურას და 26 მაისს, საქართველოს საელჩოში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებასაც დავესწარით.
ამ დაუვიწყარმა გამოცდილებამ, მეგობრული კავშირების გაძლიერებასთან ერთად, ხელი შეუწყო YASUDA GAKUEN-თან სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცებასა და აკადემიურ სრულყოფილებას
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ მასპინძელს, კარატედოს უნივერსიტეტის პროფესორს - მასამიცუ კუდაკას!