ახალგაზრდების გაძლიერება: ახალი გამოცდილება ესტონეთში
22-29 იანვარს ოთო სუჯაშვილმა და ნიკოლოზ ლინიკმა მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის ქალაქ Otepää -ში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში.

    პროექტის მთავარი თემა ავთენტურობა და დღევანდელი სამყაროს თანამედროვე გამოწვევები გახლდათ. მონაწილეები თეატრალური მიდგომების მეშვეობით ჩაუღრმავდნენ თანამედროვე გამოწვევებს და გაიაზრეს ახალგაზრდების როლი მიმდინარე პროცესებში.

    პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ლიდერების შთაგონებას კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობისთვის.