კინოჩვენება „კავეაში’’
ჩვენი სკოლის მოსწავლეების თანამონაწილეობით გადაღებული ფილმის კინოჩვენება კინოდარბაზ Cavea-ში გაიმართა!

"მოვლენა ღვთისა" დოკუმენტური ფილმია ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ, რომლის გადაღებებიც 2 თვე გრძელდებოდა: თბილისში, თელავში, გორსა და ფშავში.

პრემიერაზე დაჯილდოვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები. ღონისძიებას უძღვებოდა, მსახიობი, თათული ედიშერაშვილი.

დიდი მადლობა შემოქმედებით და ტექნიკურ ჯგუფს წარმატებული ფილმისთვის!
- რეჟისორი და სცენარისტი: ნინო რეხვიაშვილი
- რეჟისორის ასისტენტი: ეკატერინე ფიფია
- ოპერატორი: ნიკა მესხი
- ლოკაციებზე ჩაწერის უზრუნველყოფა: გივი სიხარულიძე