ქართულ-ესტონური თანამშრომლობა

  ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო-შემეცნებითი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აია-ჯესს-ის მოსწავლეები ესტონეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტი ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
   პროგრამა ორიენტირებული იყო სასწავლო საგნებში უცხო ენების ინტეგრირებაზე.
 ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის პარლამენტში - სახელმწიფო მართველობის სისტემის გასაცნობად მიგვიწვიეს. ვესტუმრეთ  ინოვაციური ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მოვინახულეთ მუზეუმები და ღირშესანიშნაობები, დავაგემოვნეთ ტრადიციული კერძები და გავეცანით ესტონეთის კულტურასა და ფოლკლორს.
   ტალინში ესტონელი მოსწავლეების ოჯახები გვმასპინძლობდნენ.