„ორ ავნერის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ და დებატების კლუბის მენტორმა - ანა ბარაბაძემ მონაწილეობა მიიღო ქართულ-ებრაული სკოლის „ორ ავნერის“ მიერ ორგანიზებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაში.
   თანამშრომლობა მოიცავს:
   - საგანმანათლებლო მიღწევებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას;
   - ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას;
   - მოსწავლეთა თვითმმართველობის დამეგობრებასა და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერას;
   - მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის პროფესიული ზრდის შესაძლებლობების ხელშეწყობას;
   - მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით პროფესიულ და უმაღლესი განათლების სასწავლებლებთან კოორდინირებულ მუშაობას
   არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
   - ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობას.