თამარ ლოლიშვილი კორეაში, რიგით მე-9 მსოფლიო კონფერენციაზე

მეცხრე მსოფლიო კონფერენციაზე დაფინანსებით გაემგზავრა!

აია-ჯესსისა და HWPL-ის თანამშრომლობა 2017 წელს ონლაინ გაკვეთილებით დაიწყო, რასაც მასწავლებელთა ტრენინგი, მშვიდობის გარშემო არსებული ლიტერატურის საგაკვეთილო პროცესში დანერგვა და კორეაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტი მოჰყვა.


6-წლიანი პარტნიორობის შედეგად, HWPL-ს განათლების დეპარტამენტმა, თამარ ლოლიშვილი მრგვალი მაგიდის გარშემო სადისკუსიოდ მიიწვია, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული 1000 დელეგატი იყრიდა თავს. დაიგეგმა სამომავლო პროექტები და ძალიან მალე ველოდებით კორეელ პარტნიორებს საქართველოში!