ანა ცოცხალაშვილი
ანა ცოცხალაშვილი აია-ჯესსის მოსწავლეა. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული კლასგარეშე აქტივობებსა და სხვადასხვა პროექტში. შესაბამისად, მის ცხოვრებაში ასეთი აქტივობების ვრცელი ჩამონათვალია:
•  მიღებული აქვს ერასმუსის ოთხ პროექტში მონაწილეობა - უნგრეთში, რუმინეთში, კვიპროსსა და სომხეთში. ოთხივე განსხვავებულ მიზანს ემსახურებოდა და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელშეწყობით გაიმართა. მათი წყალობით მნიშვნელოვნად განვითარდა და უამრავი საერთაშორისო მეგობარი შეიძინა.
•  არის უფროსი-მენტორი დებატთა კლუბში. „კლუბში მთელი გული ჩავდე და ვფიქრობ, მაქსიმალური ცოდნა გადავეცი ჩემს პატარა თანაგუნდელებს’’ - ამბობს ანა.
•  ის ასევე იყო მენტორი არანაკლებ მნიშვნელოვან HWPL-ის პროექტში, თემაზე - „The more grateful I am, the more beauty I see”.
•  მოხალისეობს CENN-ის გარემოსდაცვით პროექტებში.
•  მოპოვებული აქვს დაფინანსება 50%/50% ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან კოლეჯში - Harrogate Ladies’ College.
•  დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას, სახელად „Come Together”, ლატვიაში.
•  „არასდროს შემიწყვიტავს ადგილობრივი უნივერსიტეტებისა თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციების გამოცხადებულ კონკურსებში ჩართვა. ეს საგანმანთლებლო ორგანოებია: ალტერბრიჯის, სულხან-საბას, ჯიპას უნივერსიტეტები, ალექსანდე ჯეჯელავას კლუბი - FPC, GPSDS, ფინედუ, თბილისის წიგნების საერთაშორისო გამოფენა, სულაკაურის გამომცემლობა და ა.შ.“ - ამბობს ანა.
•  ანა სკოლაშიც აქტიური არის ჩართული კლუბების საქმიანობასა და სხვადასხვა პროექტებში. აღსანიშნავია, ანასა და მისი მეგობრების წამოწყებული და წარმატებით დასრულებული პროექტიც „გააფერადე სკოლა“.