სკოლა-გიმნაზია აია-Gess-ის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს
უკვე ზედიზედ მესამედ, სკოლა-გიმნაზია აია-Gess-ის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვეს და ნასაში მიემგზავრებიან.
გუნდი “ობერტონის” აია-ჯესსელი წევრები გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, მარიამ გამრეკელაშვილი, ასევე იონა იობიძე სკოლა “პროგრესიდან” და სოფიო ჩიხლაძე თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიიდან, მუშაობდნენ ბარნის სმარტ-ლაბირინთის ავტომატიზირებაზე. ეს კი, მეხსიერებაზე მედიკამენტების გავლენის საკვლევი პროდუქტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში მესამე ადგილიც აია-Gess-ელებმა დაიკავეს. გუნდი “ესკულაპე” აერთიანებდა მარიამ ბარიაშვილსა და ნინო ბულბულაშვილს სკოლა აია-ჯესსიდან და სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს, რომლებიც ერთად მუშაობდნენ სამედიცინო დიაგნოსტიკის ინოვაციურ პროექტზე. III ადგილზე გასული გუნდი, ბელგიის სამეცნიერო-საზაფხულო ბანაკში მიემგზავრება.
აია-ჯესსის მესამე გუნდს, “ფლოქსს” კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ და საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნეს. ლიზი ტურაშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე და მარიამ მიქაძე მუშაობდნენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს უდაბნოების და ნაკლებტენიანი ადგილების მეურნეობისთვის გამოსადეგ ტერიტორიებად ქცევას.