ჩვენი მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი NASA Space Apps Challenge 2023-ის ჟიურის რჩეული გახდა

ჩვენი მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი “აია - STEAM”, NASA Space Apps Challenge 2023 - ის ჟიურის რჩეული გახდა

წლევანდელი გლობალური ჰაკათონი NASA-სა და 13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით განხორციელდა და მთავარი თემა Explore Open Science Together გახლდათ.

გიორგი ტატალაშვილმა, ნინი გულედანმა, მიხეილ იაშვილმა და ნიკოლოზ აფხაზავამ, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან ჰაკათონზე მზის დაბნელების თემა აირჩიეს და საგანმანათლებლო თამაში - Eclipse Explorer შექმნეს, რომელიც ჟიურის რჩეული პროექტი გახდა!

გიორგის, ნინის, მიხეილის და ნიკოლოზის წარმატება, სკოლაში დანერგილი STEAM კლუბის ეფექტურობისა და კლუბის წევრების შრომისმოყვარეობის ნათელი მაგალითია! გილოცავთ და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ!