• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • „რეიტინგი ოქროს“  პირველი ადგილი კვლავ გიმნაზიამ „აია-GESS” მოიპოვათბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში" გაიმართა UNBR Award Ceremony 2017 დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც მონაწილეობას იღებდა ორმოცდაათამდე როგორც ქართული ისე უცხოური ქვეყნის კომპანია. ისინი შეირჩნენ სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით, მათ რეალური წვლილის შეტანა შეძლეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და აწარმოეს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი.

    „ აია–GESS”-ის თეატრალური სტუდიის “SMART -CHILD” – ის სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“.ეს იყო არაჩვეულიბრივი სანახაობა. პროფესიონალურად მაღალ დონეზე დადგმული სპექტაკლი, პატარა მსახიობების ვირტუოზული თამაშით, გათავისებული როლებით. ის რაც გუშინ ვიხილეთ, ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა.

    მეორე საპრიზო ადგილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე საპრიზო ადგილზე გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლის  გიორგი ნიორაძის გუნდი გავიდა.  

    TBC BANK-ის სტიპენდიანტები ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელები-ვახო კონტრიძე,ბექა მიქაძე და გიორგი ნიორაძე ახალგაზრდა გამომგონებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში TBC BANK-ის სტიპენდიანტები გახდნენ.

     

     გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლეგამომგონებელთა და მკვლევართაკონკურსის „ლეონარდო და ვინჩი"ფინალურ ეტაპზე გრანპრი და მეორე ადგილი აიღო. გრანპრი - გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე. II ადგილი - ბექა მიქაძე. ფინალში სკოლიდან მონაწილეობდა 4 პროექტი.

     

    სამეცნიერო პიკნიკი 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიება წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. 

    საბუნებისმეტყველო კვირეული აია - GESS-ში  2016  წლის 20-27 აპრილს აია - GESS-ში საბუნებისმეტყველო კვირეული მიმდინარეობდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია, სამეცნიერო პიკნიკი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, უსაზღვროა ჩვენი მოსწავლეების და პედაგოგების ფანტაზია, მონდომება და საქმისადმი სიყვარული. სამეცნიერო პიკნიკის დღეს დამთვალიერებლების რიგი არ წყდებოდა დილიდან დღის ბოლომდე, საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირი თავისი მომხსენებლებით, რეცენზენტებითა და ოპონენტებით ნამდვილ მეცნიერების ზეიმად იქცა.

     

Free counters!