ჩვენი დაუვიწყარი სკაუტური თავგადასავალი ფინეთში
ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში - A Rapid Rubbish Rubber Rabbit – Rap, რომელიც დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
სკაუტები ფინეთის მომხიბლავ ტყეში, კალიონოკას კემპინგის ზონაში კარვებში დაბანაკდნენ და ფინელ, ლიეტუველ და უკრაინელ თანატოლებთან ერთად ნარჩენების შეგროვებაზე, დახარისხებასა და გადამუშავებაზე იზრუნეს.
სკაუტურმა ენერჯაიზერებმა, თიმ ბილდინგ აქტივობებმა, 3D ბეჭდვამ, კანოეთი გასეირნებამ, ზორბინგმა, ნაციონალურ პარკებში ექსკურსიებმა და კიდევ სხვა მრავალმა აქტივობამ ჩვენი მოსწავლეების მოგზაურობა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
პროექტის მეორე ნაწილი ოქტომბერში - საქართველოში გაიმართება, სადაც ახალგაზრდა სკაუტები ფინეთში მიღებულ ცოდნას თანატოლებს გაუზიარებენ.
დამსახურებული მადლობა სკაუტური მოგზაურობის მთავარ შემოქმედს International Scout Centre Rustavi და ჩვენს მეგობარ სკაუტებს: ვერიკო მრელაშვილს, თორნიკე მაისურაძეს, გიორგი ბებერაშვილს და გიორგი მაისურაძეს.
აია-ჯესსელი სკაუტები: მარიამ ბერიძე, ანანო ჩანკვეტაძე, ვერიკო ხავთასი, მარიამ გიორგაძე, ანი კოჩალიძე, მაქსიმე ნაავგუსტი, მარიამ პაპელიშვილი და გიორგი ზაუტაშვილი.
ლიდერი - ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული - ლიზი ძნელაძე